ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქში 73-81 კგ წონით კატეგორიებში დოჰას მასტერსის პრიზიორები გამოვლინდნენ

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი იყო.

ტატო გრიგალაშვილმა ბრწყინვალედ წარმართა შეხვედრა და მეტოქეს ჯერ ვაზარი ააართვა, შემდეგ კი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და დანებება აიძულა.

ამ წონაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბულგარელმა ივაილო ივანოვმა, რომელმაც რუს ალან ხუბეცოვს სძლია და ისრაელელმა საგი მუკიმ, რომელმაც კორეელ სონგჰო ლის მოუგო.

73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ჩანგრინ ანმა მოიპოვა, მეორე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო, ბრინჯაოს მედლები კი უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევს და გერმანელ იგორ ვანდტკეს ხვდათ წილად. ისრაელელმა ბუტბულმა ლაშა შავდათუაშვილთან გამარჯვების შემდეგ მოლდოველ სტერპუსთან ვაზარ-იპონით წააგო და პულის ფინალში ვერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად