ტატო გრიგალაშვილმა ბაქოს გრანდ სლემზე ფრანკ დე ვიტი დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ბაქოში 73-81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ჩაებნენ ასპარეზობაში 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილს (N65) ნკენჭისყრამ მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ფრანკ დე ვიტი არგუნა მეტოქედ.

გრიგალაშვილმა საკმაოდ მალე მიიღო ორი შიდო მიიღო და მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც აღარ ჰქონდა, მაგრამ არ აურჩევია ბრძოლის პასიური გზა და ცდილობდა ილეთის ცატარებას, მცდელობამ შედეგი გამოიღო, თავდაცვაში მყოფმა დე ვიტმა ორჯერ დაარღვია წესი ძირითადი დროის დასრულებისას ორივეს ორ-ორი შიდო ჰქონდა.

ოქროს დროის დაწყებისთანავე გრიგალაშვილმა მოახერხა დე ვიტის ქამარში წელს უკნიდან ხელის ჩავლება და ვაზარზე დააგდო სახელოვანი მეტოქე.

ტატო გრიგალაშვილის შემდეგი მეტოქე მასპინძელი, მურად ფატიევი (N63).იქნება.

ამავე წონით კატეგორიაში თავისი პირველი შეხვედრა გამართა ნუგზარ ტატალაშვილმა (N61). მან მონტენეგროელი სრჯან მრვალევიჩი (N69) მე-3 წუთის დაწყებიდან 15 წამში დაამარცხა იპონით.

შემდეგ წრეში ტატალაშვილი ხორვატ დომინიკ დრუზეტას (N54) შეხვდა და ისევ მე-3 წუთზე, ისევ იპონით გაიმარჯვა.

ტატალაშვილის მეტოქე პულის ფინალში გასასვლელად ისრაელელი საგი მუკი (N3) იქნება.

73 კგ წონით კატეგორიაში ბექა შავდათუაშვილი (N170) საბერძნეთის წარმომადგენელ გეორგიოს აზოიდისთან (N46) დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...