ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაოს მედალი მედალი ზაფხულის 30-ე უნივერსიადაზე

იტალიაში, ნეაპოლში, ზაფხულის 30-ე უნივერსიადაზე, დღეს ძიუდოისტები 73-81 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ მედლებისთვის.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი უბრძოლველად მოიპოვა. მისი მეტოქე , რუსი აბას აზიზოვი ტატამზე საჭიდაოდ არ გავიდა.

ბრინჯაოს მედლამდე განვლილ გზაზე ტატო გრიგალაშვილმა ესტონელ ასლამბეგ მაგომედქერიმოვს იპონით მოუგო, შემდეგ სამი შიდი მიაღებინა ბრაზილელ გილერმე შიდტს, ვაზარით მოუგო უზბეკ სუხრობ ტურსუნოვს, ნახევარფინალში გადასვლელ შეხვედრაში იპონით დამარცხდა მოლდოველ დორინ გოტონოაგასთან, რეპეშაჟში იპონით მოუგო ყაზახ ბარაკ არკაბაის და ვაზარით ფრანგ ნიკოლას ჩილარდს.

73 კგ წონით კატეგორიაში უდესიანი მე-2 წრეში დამარცხდა იაპონელ ჰიდეიუკი იშიგოოკასთან და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ოთხ წონით კატეგორიაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველოს ორი მედალი აქვს: 90 კგ წონაში ლაშა საბაურის ვერცხლი და 81 კგ წონაში ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაო

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...