ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ბუდაპეშტში ძიუდოისტთა გრან-პრიზე დღეს 73-81კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან მედლებისთვის

მასპინძელი, ატილა უნგვარის იპონით ძლევის შემდეგ 81კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა და რამდენიმე საათში ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ ჟოაო მაცედოსთან იჭიდავებს ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში ესპანელ იგორ ჰერერო ზაპირაინს ვაზარი აუღო, შეხვედრის დასრულებამდე 1წუთით და 38 წამით ადრე ილეთის ჩატარების დროს მეტოქე ჩოქბჯენში აღმოჩნდა და მან ტატოს დამსახურებით, დარჩენილი დრო უშედეგოდ მოანდომა ჩოქბჯენიდან გამოსვლას.

მომდევნო ორ შეხვედრაში ტატო გრიგალაშვილმა იტალიელი კრისტიან პარლატის და პორტუგალიელი ანრი ეგუტიძისგან გაშვებუულ ვაზარებს იპონებით უპასუხა და პულის ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა და მას უილეთო შეხვედრაში ოქროს დროის მე-4 წუთზე ვაზარით მოუგო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად