ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე გრძელდება 73-81კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შეხვედრები

რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიოს 2015 და 2017 წლების ჩემპიონის, იაპონელი ტაკანორე ნაგასეს და იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს დამარცხების ემდეგ პულისნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი, გერმანელი ალექსანდ ვიჩერჩაკი ჰყავდა მეტოქედ.

ტატო გრიგალაშვილის მიერ მეორე წუთის მიწურულს აღებული ვაზარი გერმანელმა ბოლო, მეოთხე წუთის დასაწყისში გაქვითა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე გრიგალაშვილმა ისევ იმარჯვა და მსაჯმა Waza ari awasete ippon დააფიქსირა.

პულის ფინალში, ნახევაფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, ტატო გრიგალაშვილი ბოლო წუთის დაწყების წინ ჩამორჩა ვაზარით ფრანგ ალფა უმარ ჯალოს, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 27 წამით ადრე საპასუხო ვაზარი აიღო. ოქროს დროში გადასულ შეხვედრაში 50 წამის გასვლასთან ერთად ტატო გრიგალაშვილმა გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა.

ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ყირგიზი ვლადიმირ ძოლოევი იქნება

73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პულის ნახევარფინალში სლოვენიელ მარტინ ხოჯაკთან თავისი წამოწყებული ილეთის შემდეგ, მეტოქით კონტრილეთით დავარდა იპონზე და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად