ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრების მეორე დღის შეხვედრები დასრულდა.

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ტატო გრიგალაშვილი ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა.

გრიგალაშვილმა 45 წამის განმავლობაში ორჯერ აუღო მეტოქეს ვაზარი და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

 
ამრიგად, ასპარეზობის ორი დღის შემდეგ ქართველ ძიუდოისტთა აქტივში 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია
 
ხვალ ტატამზე გამოვლენ ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად