ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

დოჰას მასტერსზე 81 კგ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლების მონაწილეები გაირკვნენ.

.ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში კორეელ სონგჰო ლის შეხვდა. შეხვედრის მე-4 წუთის დაწყებისას მოპოვებულ ვაზარის გაქვითა კორეელმა ვერ შეძლო, შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე კი იპონზეც დავარდა.

ფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი იქნება. მან ნახევაფინალური ორთაბრძოლა ბულგარელ ივაილო ივანოვს მოუგო, მანამდე კი თანმიმდევრობით დაამარცხა პორტუგალიელი ანრი ეგუტიძე, ფრანგი ალფა უმარ ჯალო და ისრაელელი საგი მუკი.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ ისრაელელი საგი მუკი, რომელმაც რეპეშაჟში ავსტრიელ შამილ ბორჩაშვილს (მან პულის ნახევარფინალში საიდ მოლაი დაამარცხა) მოუგო და კორეელი სონგო ლი და რუსი ალან ხუბეცოვი, რომელმაც რეპეშაჟში უზბეკი შაროფიდინ ბოლტობაევი დაამარცხა და ივაილო ივანოვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად