ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში დამარცხდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 81კგ წონითი კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები გათამაშდა.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელ ბელგიელ მატიას კასეს ხვდებოდა.

შეხვედრა მატიას კასემ იპონით მოიგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამ წონაში მეორე ბრინჯაოს მედალი ავსტრიელმა შამილ ბორჩაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები
იტვირთება...