ტატო გრიგალაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ბაქოს გრანდ სლემზე 73-81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა მედლებისთვის მებრძოლ წყვილები გამოვლინდნენ

ნუგზარ ტატალაშვილმა (N61) მონტენეგროელი სრჯან მრვალევიჩიც (N69) და ხორვატი დომინიკ დრუზეტაც (N54) იპონით დაამარცხა და პულის ფინალში გასასვლელად ისრაელელი საგი მუკისთან (N3) ოქროს დროში ვაზარით დამარცხდა

ტატო გრიგალაშვილმა ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტის შემდეგ მასპინძელი მურად ფატიევთან (N63) უილეთო შეხვედრაში, ოქროს დროში მეტოქის მიერ მიღებული სამი შიდოს გამო ცნეს გამარჯვებულად,

პულის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა შვედ რობინ პაცეკს (N49) პირველი წუთის შუაგულს ვაზარი აართვა, მესამე წუთის მიწურულს კი შებოჭა მეტოქე და აიძულა დანებებულიყო.

ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი ბულგარელ ივაილო ივანოვთან (N13) ოქროს დროის მე-4 წუთის დასაწყისში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან (N28) იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...