ტატო გრიგალაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ ქართველ სპორტსმენების ნადავლი 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

გუშინ თემურ ნოზაძის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს დღეს ბრინჯაო ტატო გრიგალაშვილმა შემატა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან ბერძენი ალექსიოს ნტადაციდისი იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალ გზაზე ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო რეიტინგის N1 პირველი ძიუდოისტი, ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა, შემდეგ მასპინძელ მურად ფატიევს და შვედ რობინ პაცეკს სძლია და ნახევარფინალში, ოქროს დროის მე-4 წუთზე დათმო შეხვედრა ბულგარელ ივაილო ივანოვთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...