ტატიანა შუკვანი ოლიმპიური საგზურის მოპოვებისთვის შეუპოვრად იბრძვის (ვიდეო)

ბუდაპეშტში ძიუდოისტთა გრან-პრისთვის ბრძოლაში 9 ქართველი ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას.

ქართველ ძიუდოისტთა გუნდის შემადგენლობაში მყოფმა შორის ერთადერთმა ქალმა, ტატიანა ლევიცკაია-შუკვანმა, რომელიც უაღრესი თავგამოდებით ცდილობს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კვალიფიცირებულ ძიუდოისტთა შორის მოხვედრას პირველ შეხვედრაში ევროპის ვიცე- ჩემპიონი რუსი ალესა კუზნეცოვა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და აიძულა იგი დანებებულიყო. მეორე შეხვედრაში ტატიანა შუკვანმა პოლონელ კაროლინა პიენკოვსკასთან ვაზარი გაუშვა, თუმცა საბოლოოდ, მეოტოქეს ჯერ გაუქვითა ვაზარი, შემდეგ კი იპონით დაამარცხა იგი.

პულის ფინალში ტატიან შუკვანი ლეგენდარულ კოსოველ ალბანელს, ოქროს მაჯლინდად წოდებულ, ოლიმპიურ, ორგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონს, მაჯლინდა კელმენდს შეხვდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ტატიანა შუკვნამა ტოლი არ დაუდო ტიტულოვან მეტოქეს და მართალია, ილეთი ვერ ჩაუტარა მას, მაგრამ არც მას მისცა ამის საშუალება. ოქროს დროს 38 წამზე მის მიერ წამოწყებული ილეთის დროს კი მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ტატიანა ხალიჩას ზურგით მაჯლინდა კელმენდის ძალისხმევით შეეხო.

ტატიანა შუკვანმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე რუმინელი ანდრეა ჩიტუ იქნება.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ შეხვედრაში მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა პორტუგალიელი გონცალო მანჩინო და აიძულა იგი დანებებულიყო. მეორე შეხვედრაში მან უზბეკ კემრან ნურილაევთან ორი ვაზარი გაუშვა, იპონით დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას ამ წონაში მოასპარეზე მეორე ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი. მას ვაზარით ბრაზილიელმა იტალო კარვალომ სძლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...