ტატიანა შუკვანი ევროპის თასზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ძიუდოისტები ევროპის თასზე ეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრებაში სულ 350 სპორტსმენი, 201 კაცი და 149 ქალი მონაწილეობს და მათ შორის 7 ქართველი ძიუდოისტია.

საქართველოს ნაკრებს ქალთა შორის ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს – 52 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი ტატიანა ლევიცკაია-შუკვანი (N72) შეუპოვრად ცდილობს რეიტინგში წინ წაიწიოს და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ლიცენზია მოიპოვოს.

ტატიანა ლევიცკაია-შუკვანმა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, პულის ფინალში გასასვლელ ბრძოლაში ბელგიელი ამბერ რიჰული (N117) დაამარცხა ვაზარით, ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში კი გერმანელ ვერენა თუმს (N198) იპონით სძლია. ნახევარფინალში მისი მეტოქე უნგრელი რეკა პუპი (N19) იყო. ძირითადი, უილეთო დროიდან ოქროს დროში მეტოქეები ლევიცკაია-შუკვანის შიდოს უპირატესობით შევიდნენ, თუმცა მე-13 წამზე უნგრელმა ვაზარი აიღო და გაიმარჯვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ტატიანა ლევიცკაია-შუკვანი ესპანელ სოფია ჰეგრეფე ასეას (140) შეხვდა, ორ წუთსა და 44 წამში დაამარცხა იგი იპნით და ბრინჯაოს მედალთან ერთად სარეიტინგი ყულაბაში 50 ქულით შეავსო

ძიუდოისტი კაცებიდან – ავთანდილ კუტალაძე (60კგ, ურეიტინგო), ვლადიმერ ახალკაცი (81კგ, N392), იმედა გოგოლაძე (90კგ, N299), ლაშა ბექაური (90კგ, N53), ონისე სანებლიძე (100კგ, N46) და გურამ თუშიშვილი (+100კგ, N1), დღეს ტატამზე ავთანდილ კუტალაძე გავიდა. მან პირველივე შეხვედრა წააგო (ვაზარი) პორტუგალიელ კოსტა როდრიგო ლოპესთან (ნ292) და გამოეთიშა ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...