ტატა ქებაძე: უკეთესი იქნება, კორონავირუს გადატანილი ადამიანი თუ აიცრება

ვირუსოლოგი ტატა ქებაძე, რომლიც დიდი ბრიტანეთში მოღვაწეობს, ამბობს რომ ინგლისში 4 მილიონზე მეტი ადამიანი უკვეაცრილია.

ვურუსოლოგი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს იმ ადამიანებმაც, რომელთან უკვე გადაიტანეს covid- 19.

“ბრიტანეთში ვაქცინაცია დაიწყო ასაკის მიხედვით, მოხუცთა თავშესაფარშიც, 80 წელზე ზევით თითქმის უმეტესობა აცრილია, ასევე აცრილია ექიმები, ექთნები, ისინი ვინც ახლო კონტაქტში არიან პაციენტებთან და ხალხთან.

ახლა საუბარია პოლიციაზე, ავტობუსის მძღოლებზე, მასწავლებლებზე, ანუ, იმ ადამინების აცრაზე ვინ მუშაობს და სახლში არ რჩებიან.  იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილი იქნება.

რაც შეეხება უკვე კორონავირუს გადატანილმა გაიკეთოს თუ არა აცრა, ალბათ თუ მას დაურეკავენ ამ წუთში და შესთავაზებენ, უარი არ უნდა თქვას, მიუხედავ იმისა აქვს თუარა ამ წუთში ანტისხეულები. იმიტომ რომ ბუნებრივად გადატანილი მაინც არ ვიცით რამდენ ხანს გაძლებს. ალბათ ,უკეთესია ვაქცინით დახმარება.

მე მყავს მეგობარი, რომელიც ექიმია მას ჰონდა კოვიდი გადატანილო, მაგრამ მას მაინც გაუკეთეს ასტრაზენეკას ვაქცინა” – განაცხადა ტატა ქებაძემ გადაცემა “დღის კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად