ტარიელ ზივზივაძე: იყიდე ქართული პროდუქტი და დაასაქმე საქართველოს მოქალაქე

„ჩვენი მიზანია მომხმარებელს დავანახოთ, რომ ქართული და ხარისხიანი ამ ქვეყანაში გვაქვს. ჯერ ქართული ვეძებოთ და შემდეგ სხვა, – ამის შესახებ "აიპრესს"  ქართული პროდუქტების გამოფენის ორგანიზატორმა ტარიელ ზივზივაძემ განუცხადა.

"როცა ყიდულობ ქართულს ამით ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ ქვეყანას და როცა ყიდულობ იმპორტულს, მაგალითად რუსულს, შენ ასაქმებ რუსს, აძლიერებ რუსულ ბიზნესს და რუსულ სახელმწიფოს. იყიდე რაღაც რუსული სამ ლარად ე. ი. აფინანსებ ერთ გასროლილ ტყვიას უკრაინაში. ვისთვისაც ეს თემა მნიშვნელოვანია, ის უნდა დაფიქრდეს რას ყიდულობს, რაში ხარჯავს ფულს,“ – აცხადებს ტარიელ ზივზივაძე. 

მოძრაობა kar.ge-მ და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრმა ქარვასლამ ქართული პროდუქტების გამოფენის მეორე დღეს უმასპინძლა. გამოფენაზე 20-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. სტუმრებს ქართული ნაწარმის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

2 დღიანი გამოფენა-გაყიდვა დღეს დასრულდა, თუმცა ორგანიზატორები გამოფენის ჩატარებას კვლავ გეგმავენ.

ავტორი: ლანა ოსიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად