ტარიელ ლონდარიძე: სამწუხაროა, რომ პრემიერი ემოციებს ვერ მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დეპუტატ ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, პრემიერმინისტრმა მთის  განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში  საკითხის დაყენების უფლება არ მისცა.

ლონდარიძე ასევე მიუთითებს, რომ მისი და ორი დეპუტატის სურვილი აღნიშნულ სხდომას დასწრებოდნენ წინასწარ იყო შეთანხმებული.

“წინასწარ გვქონდა შეთანხმებული შესაბამის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, რაზეც თანხმობა გვქონდა მიღებული, საბოლოოდ გადაიფიქრეს ჩემთან ერთად მყოფი ორი დეპუტატის დაშვება.

საკითხის დაყენება გვინდოდა დღის წესრიგში, რამაც პრემიერი წყობიდან გამოიყვანა და ემოციები ვერ გააკონტროლა. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პირველი პირი ემოციებს ვერ მართავს.

მას შემდეგ რაც პრემიერს მივმართე ორ გზის და არ მომცა საუბრის საშუალება, მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. პირველ რიგში ჩემი სურვილით დავტოვე სხდომა და პრემიერის მოწოდება რას ნიშნავდა სხდომის დატოვების ეს პრემიერს უნდა კითხოთ.

ყველა წევრს აქვს უფლება დააყენოს ესა თუ ის საკითხი შევიდეს თუ არა დღის წესრიგში და თუ ჩათვლის კომისია, რომ საჭიროა მისი განხილვა, განიხილება”,-განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

“აიპრესთან” საუბრისას ტარიელ ლონდარიძე იმ საკითხებსაც ასახელებს, რომლის დაყენებაც  მთის  განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე სურდა.

“სოციალურად დაუცველთა და პენსიონერთა საკითხის დაყენება მსურდა, გვაინტერესებს დაკარგავდნენ თუ არა ეს ადამიანები კანონის ამოქმედების შემდეგ სოციალურად დაუცველთა სტატუსს , გვინდოდა  დაგვეყენებინა საკითხი მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით. სკოლის პრობლემასთან დაკავშირებით გვინდოდა საკითხის დაყენება, რომელსაც სამი წელია ვაყენებთ უკვე  და ვერ გადაიჭრა ეს პრობლემა, რომელიც დემოგრაფიულ მდგომარეობას ართულებს, რადგან საკმაოდ დიდ მანძლზე უწევთ ბავშვების სკოლაში ტარება”,-განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად