ტარიელ ხეჩიკაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს უმასპინძლა

11 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა აზერბაიჯანის ელჩს დურსუნ ჰასანოვს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგემები, – ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქართველი და აზერნაიჯანელი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტის სახეობაში ერთობლივ მოსამზადებელ შეკრებებს გადიან, გადაწყდა რომ ასეთი შეკრებები უფრო ინტერნსიური გახდება და მაქსიმალურად ბევრ სპორტის სახეობას მოიცვას. საქართველოს და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითია სექტემბერში ჩატარებული ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ორმა ქვეყანამ ერთობლივად უმასპინძლა.

თბილისში ერთი ჯგუფის მატჩები ჩატარდა, აზერბაიჯანმა კი 3 ჯუფის და ფინალური ეტაპის მატჩები მიიღო. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება. 

აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტებში სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით. საქართველოს და აზერბაიჯანის რამდენიმე სპორტულ ფედერაციას საქმიანი თანამშრომლობა აქვთ, ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად