ტარიელ ხეჩიკაშვილი გარიგებულ თამაშებზე: ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომმა შექმნა

"სფფ-ის ძველ ხელმძღვანელობას, გარიგებული თამაშების თაობაზე, ბევრი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდა. არსებული ვითარება ამბიციებმა, არაპროფესიონალიზმმა და დაუსჯელობის სინდრომმა შექმნა", – ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განცხადა. 

"რეალურად, ყველაფერი ფედერაციიდან მოდიოდა. კობიაშვილის რეაქცია ადეკვატური იყო. ის სუფთა ადამიანია და სამართლიანობის დანერგვას ცდილობს. ფედერაციას თავიდანვე რომ ასეთი მიდგომა ჰქონოდა, ახლა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა. მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ახალი ხელმძღვანელობა სწორ ნაბიჯებს დგამს და ამღვრეული წყლის დაწმენდას ცდილობს.” – განაცხადა ტ. რიელ ხეჩიკაშვილმა 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად