ტარიელ ხეჩიკაშვილი: ჩვენი ერთიანობით 9 აპრილის გმირების ოცნებას შევასრულებთ

იმ იდეალებს რა იდეალებსაც ჩვენმა გმირებმა თავი შესწირეს უნდა ემსახუროს თითოეული ქართველი, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა. 

მისი თქმით, "მათი ოცნება იყო ერთიანი, წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ საქართველო იყოს ყველაზე წარმატებული ქვეყანა რეგიონში. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ერთიანობით ამას მივაღწევთ", – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

9 აპრილის მემორიალი პრემიერმინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გვირგვინით შეამკეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად