ტაქსისტი, რომელიც სტიქიის დროს უფასოდ მუშაობდა, ნაძალადევის გამგეობაში დასაქმდება

ტაქსისტი, რომელიც მოხალისეებს უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის გამგეობაში დასაქმდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. 

გიორგი ლომიძე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და კარგად იცნობს რაიონს, მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს. ახალგაზრდას დღეს უკვე შეხვდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი და იგი მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.

სტიქიის დროს მომუშავე 24 წლის გიორგი ლომიძის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. სადაც აღნიშნა, რომ "ასეთი ღირსეული ადამიანები აუცილებლად უნდა დავაფასოთ და დავასაქმოთ".

შეგახსენებთ, 13 ივნისს ძლიერი წვიმის გამო თბილისში 19 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველები 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ. მიყენებული ზარალი კი 100 მილიონ ლარად ფასდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად