ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაინიცირდება

1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება.

.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზის გამო 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ.

1 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმებულია – 515 პირი, ხოლო მუხლის მეორე ნაწილით – 192 პირი. კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, 515 პირს 100 ლარის, ხოლო 192 პირს – 200 ლარის გადახდა აღარ მოუწევთ.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და გოგა გულორდავა არიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად