ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, მისი გამოყენების ბოლო ვადა კი, პირველი ოქტომბერია

ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, ხოლო მისი გამოყენების ბოლო ვადა პირველი ოქტომბერია. “,-დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო რეფორმას, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, ტაქსების რეფორმის საკითხს. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა), ასევე ქიმწმენდა უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...