TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

NULL

TAP-მა (ტრანსადრიატიკული მილსადენი), ტენდერში გამარჯვებულ ორ იტალიურ კომპანიასთან, ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, სამი კონტრაქტი გააფორმა, – აღნიშნულის შესახებ, გამარჯვებულმა იტალიურმა კომპანიებმა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსეს განცხადება, წერს Trend.az-ი.

აღნიშნული განცხადების მიხედვით, კონტრაქტები ითვალისწინებს პროექტირებას, წარმოებასა და 36 და 48 დიუიმიანი მილსადენების არმატურის მიწოდებას.

“ორ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი იტალიურ კომპანია Industria Meccanica Bassi S.p.A-სთან: ერთი პროექტირებასთან დაკავშირებით, წარმოება, მიწოდება და 36 და 48 დიუმიანი მილსადენების არმატურის მიწოდება. კიდევ ერთი კონტრაქტი გავაფორმეთ სხვა იტალიურ კომპანია Nuova Giungas s.r.l-სთან დაპროექტება, წარმოება და მიწოდებაზე 36 და 48 დიუიმიან საიზოლაციო დანადგარებზე, რომლებიც მილსადენს კოროზიისაგან დაიცავს”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად