ტანზანიაში, საწვავის სატვირთო მანქანის აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში, ქალაქ მოროგოროში, საწვავის სატვირთო მანქანა ამობრუნდა და აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 60 ადამიანი, ხოლო 70 სერიოზულად არის დაშავებული.

შემთხვევა, დედაქალაქისგან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთაგან ბევრი არის ტაქსისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი. დაშავებულთა უმრავლესობა კი მოროგოროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ივლისის დასაწყისში კი, ნიგერიაში გადაბრუნდა საწვავის სატვირთო მანქანა. მაშინ სატვირთოს ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. მომხდარის შედეგად კი მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად