ტანზანიაში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 60 კაცი დაიღუპა და 70 დაშავდა (ვიდეო)

ტანზანიის აღმოსავლეთში, ქალაქ მოროგოროში ბენზინმზიდი აფეთქდა.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია არანაკლებ 60 და დაშავებულია 70 კაცი.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის, უილბროდ მტაფუნგვას თქმით, დაღუპულთა შორის უმეტესობას ისინი შეადგენენ, ვინც ბენზინმზიდის გადაბრუნების და აფეთქების შედეგად დაღვრილი საწვავის სხვადასხვა სახის ჭურჭელში მოგროვებას ცდილობდა და მათ შორის არა მხოლოდ მოტიციკლისტ-ტაქსისტები იყვნენ, არამედ ქალები და მოზარდები.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად