ტანზანიამ რუსეთი “ზესახელმწიფოდ” აღიარა!

ტანზანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კამილიუსმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთს „ზესახელმწიფო“ უწოდა. ეს შეფასება დიპლომატმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„რა თქმა უნდა, რუსეთი ზესახელმწიფოა! ჩვენ ყოველთვის გვახსოვს რა როლი უნდა ითამაშოს მოსკოვმა მსოფლიო პოლიტიკაში“ – განაცხადა კამილიუსმა.

როგორც ჩანს, სერგეი ლავროვი ფრიად კმაყოფილი დარჩა კოლეგის განცხადებით და საპასუხოდ განაცხადა, რომ ტანზანია კონსტრუქციული ქვეყანაა. „აღსანიშნავია ტანზანიის კონსტრუქციული როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში და ვადასტურებთ, რომ გავამყაროთ ორმხრივი ურთიერთობები“ – განაცხადა რუსმა მინისტრმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას ტანზანიასთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ორი ქვეყნის პოზიციები მსოფლიო პოლიტიკის მთავარ საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა.

"რია ნოვოსტის" ფოტოზე სერგეი ლავროვი და ბერნარდ კამილიუსი მოსკოვში შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად