“TANAP-ის პროექტი თურქეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის წამალი იქნება”

ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. Tanap-ის პროექტის საწყისი მოცულობა, წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.

Tanap-ის გენერალური მენეჯერი Saltuk Duzyol-ი, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღნიშნული კომპანიის როლზე, პროექტის შესაძლო კონკურენტებზე და მის განხორციელებაზე საუბრობს.

“Tanap-ი, თურქეთისა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, ნამდვილი წამალი იქნება. აღნიშნული კომპანია, შეიძლება, თურქეთის მეზობელი ტერიტორიებისთვისაც გახდეს გაზის ტრანსპორტირების პლატფორმა.

როგორც Tanap-ი, ჩვენ, გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას, უკვე მოვაწერეთ ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, წლიური გადაზიდვების მოცულობა 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რაც 15 წლის განმავლობაში ფიქსირებულ ტარიფს წარმოადგენს. თურქეთი, აღნიშნული პროექტის ნაწილი, არამხოლოდ როგორც მიმწოდებელი, არამედ, როგორც ძირითადი ინვესტორია 30%-იანი წილით. ამ მხრივ, თურქეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება.

თურქეთი მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტებს, რადგან რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კონფლიქტის გამო, თითქმის ყოველ წელს გაზის დეფიციტი აქვს. Tanap-ს და Turkish Stream-ს თუ უნდა, რომ მათი გაზი თურქეთისა და ევროპის ბაზარზე გავიდეს, ერთმანეთთან კონკურენცია მოუწევთ.

ცოტა ხნის წინ, ჩვენს აქციონერებთან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე. მთავრობათაშორისი ხელშეკრულების მიხედვით, როგოც თურქეთმა მოახდინა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, რომლებიც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ, Tanap-ის პროექტეზა დანიშნული, 51%-ზე დაბალი არ შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, მაინც, Tanap-ის პროექტზე ახალი აქციონერების ყოლა იმას ნიშნავს, რომ პროექტის მეწილეებს შეუძლიათ განიხილონ და შეთანხმდნენ არსებულ თემებთან დაკავშირებით”, – აცხადებს პროექტის გენერალური მენეჯერი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც მიმართული იქნება: აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზის გასანვითარებლად, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს, ასევე სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.  საქართველოს ტერიტორიაზე 2 ახალი საკომპრესორო სადგური და 50 კმ-მდე გაზსადენი აშენდება. თურქეთის ტერიტორიაზე კი, საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენი აშენდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად