ტალიაშვილი: ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების გადაფარვას

„დესტრუქციული განცხადებებით ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება თბილისის მნიშვნელოვანი ინოვაციურ-შემოქმედებითი სიახლეების გადაფარვა“ – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის შენიშვნებს.

მისი თქმით, ისინი მუდმივად ცდილობენ ცრუ ბრალდებებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების გადაფარვას.

“დღეს დილით განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა შემოქმედებითი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომაზე გამოითქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მედიაში საკმარისი დრო არ ეთმობა კულტურის და შემოქმედებითი სფეროს პოპულარიზაციას. არ შეიძლება ქვეყანაში ხელოვნურად შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ ვაიძულოთ მედია და ახალი ამბები ორიენტირებული იყოს მხოლოდ დესტრუქციაზე”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა ახალი პლატფორმა შემოქმედებითი თბილისისათვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ხელოვანებს.

“წელიწადში ორჯერ, კონკურსის წესით ხელოვანებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ პლატფორმაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მერიას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად