ტალებ რიფაი: ქართველები ძალიან ამაყები, პატიოსანი და კეთილნი არიან, ეს უჩვეულო კომბინაციაა

"ქართველებს უყვართ თავიანთი მთები, ვიმეორებ, ქართველებს უყვართ თავიანთი მთები. ქართველები ძალიან ამაყები, პატიოსანი და კეთილნი არიან. ეს უჩვეულო კომბინაციაა – როდესაც ამაყი ადამიანი ამავდროულად კეთილი, სტუმართმოყვარეა", – აღნიშნულის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც თბილისი 4-დან 7 აპრილამდე მასპინძლობს.

"ძვირფასო მეგობრებო, მთები დედამიწის სახმელეთო ზედაპირის 24 პროცენტს შეადგენს. ისინი ძალაუფლების, სილამაზის, სიმშვიდისა და დედაბუნების სინორჩის სიმბოლოა. მთები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს. მთები ჩვენთვის სიცოცხლის იმედის, სინორჩის, სილამაზის, სიწმინდის განსახიერებაა. ისინი ცვლიან კლიმატს, ბიო-მრავალფეროვნებას, ლანდშაფტს და კულტურას – ყველა კონტინენტს შორის განსხვავება სამთო რეგიონების  თავისებურებიდან გამომდინარეობს. მთა მნახველის შთაგონების წყაროა, სწორი მენეჯმენტის პირობებში, მას შეუძლია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის, სოციო-ეკონომიკური განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობები შექმნას.

ჩემო მეგობრებო, საქართველოს ტერიტორიის 65%-ს მთები წარმოადგენს. ქართველებს უყვართ თავიანთი მთები, ვიმეორებ, ქართველებს უყვართ თავიანთი მთები. ქართველები ძალიან ამაყები, პატიოსანი და კეთილნი არიან. ეს უჩვეულო კომბინაციაა – როდესაც ამაყი ადამიანი ამავდროულად კეთილი, სტუმართმოყვარეა. უნდა იამაყო იმით, რაც გაქვს და ამავდროულად, უნდა იყო კეთილი და მორიდებული, რათა ვიზიტორების მიღება შეძლოს და ქართველები სწორედ ასეთი არიან. საქართველომ უნდა გააცნოს თავი მსოფლიოს, როგორც ღრმა კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ – ღრმა კულტურა ქვეყნის ფესვებშია განსხეულებული და მაღალი მწვერვალები კი ზეცას აახლოებს ქვეყანას. ეს საქართველოს ნამდვილი ძალაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციაზე მისი ძლიერი მხარეები გამოიკვეთება", – აცხადებს ტალებ რიფაი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად