თალაკვაძე “ოცნების” მხარდამჭერებს: ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ  წერტილში, სადაც ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ

„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია – თავდასხმები, შეურაცხყოფა, ის, რასაც 2012 წელს რეალურად საზოგადოებამ უარი უთხრა და არც მომავალში აპირებს საქართველო, რომ  აირჩიოს შეურაცხყოფის და დაპირისპირების ეს სტილი – განაცხადა „ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე უღირსს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი საარჩევნო შტაბის კამპანიას, რომელსაც ისინი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ ახორციელებენ.

„ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის  თავდასხმები და პიროვნული   შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს. მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და თითქოს ღირებულებები  შეიცვალეს,   რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს და აცხადებს:  „ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა  იმ  წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, თავისი ძველი ხელწერით  გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს  იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე,  რომელიც თქვენს მიმართ ამ  დღეებში გამოავლინეს “.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...