“ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია” – თბილისის “დინამო” რომან გოცირიძეს პასუხობს

“ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია”, თუმცა რა მოხდა, ეს ამბავი არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან”, ასე პასუხობს – თბილისის “დინამო” “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რომან გოცირიძეს, რომელმაც გუშინ UEFA-ს მიერ თბილისის “დიანმოსთვის” დაწესებული სანქციის შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა.

“დინამო თბილისის პასუხი პარლამენტის წევრის რომან გოცირიძეს განცხადებაზე.
ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და დინამო თბილისის კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან რა მოხდა. დინამო მიიჩნევს რომ მის მიმართ განხორციელდა არასამრთლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988,ანუ ფანკლუბის დაარსების წელიწადი. ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე- 2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. დინამო მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“ ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მის დაკნინებით ხართ დაკავებული.
დინამო თბილისისთვის შეურაცმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას”, – აღნიშნულია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ამ თემაზე გუშინ რომან გოცირიძემ დაწერა: “უეფამ არ დააკმაყოფილა ”თბილისის დინამოს” საჩივარი და ”ფეინორდთან” თამაში მაყურებლების გარეშე ჩაივლის და კლუბი 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება გულშემატკივართა ჯგუფის რასისტული ქმედებების გამო. უაფეს მტკიცებით, სტადიონზე გამოფინეს ფაშისტური ბანერი, იყო რასისტული შეძახილები და ჟესტები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად