ტალახაძე: გამარჯვებას იმ გმირებს ვუძღვნი, ვინც თავი საქართველოს მთლიანობას შესწირა!

მინდა გამთლიანებული გვენახოს საქართველო, დიდება ჩვენს გმირებს”,- ამის შესახებ ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“პირველრიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლებს. მინდა, ჩემი გამარჯვება მივუძღვნა სრულიად საქართველოს და ყველა იმ გმირს ვინც თავი შეწირა საქართველოს მთლიანობას. მინდა გამთლიანებული გვენახოს საქართველო. დიდება ჩვენ გმირებს”,-განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ლაშა ტალახაძის სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე!

ამასთან, დღეს, სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად