ტალახაძე: ჩვენ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვართ, ჩვენი მთავარი მიზანია გამარჯვება!

ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მსოფლიო ჩემპიონი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააკეთა.

ლაშა ტალახაძის თქმით, შეეცდება, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. ლაშა ტალახაძე ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ დაგეგმილი.

„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენ ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.”-ამბობს ტალახაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად