თაკო ჩარკვიანი: ხვალვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი” განაცხადა.

“ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. უფრო სწორად გვაქვს კრიმინალური, კორუფციული სახელმწიფო, რომელსაც არჩევნების დღეს ჩვენ უნდა ვუთხრათ უარი, მაგრამ ამით არ სრულდება ყველაფერი. სასწრაფოდ ეს გასაკეთებელია.

ხავლვე, ზეგ, მაზეგ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საკანონმდებლო ორგანოდან ვინც აღმოჩნდება ერთი ადამიანიც კი, რომელიც იტყვის, რომ ის საკანონმდებლო ორგანო უნდა დარჩეს, მათ არ უნდათ სახელმწიფოს განვითარება და ამას ხალხი არ დაუშვებს. მკაცრი განცხადებები გამოდის, ამის დრო არ არისო, ამბობენ, მაგრამ აბა როდის არის?!” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად