თაკო ჩარკვიანი ირმა სოხაძეს: გაერთიანებულ ოპოზიციას ნუ აკნინებ! – კამათი პირდაპირ ეთერში

„რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანში მომღერალმა ირმა სოხაძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

ირმა სოხაძე ფიქრობს, რომ უნდა მოიძიოს მესამე ძალა და მას დაუჭირონ მხარი.

„ნებისმიერი არჩვანი გავაკეთოთ, არჩევანის არ გაკეთება ქვეყნის ღალატია. მაინც მესამე ძალა ვეძიოთ, იქნებ არის ეს მესამე ძალა დ არ არის ასე უბედურად საქმე, რომ ეს ორი არჩვანი გვაქვს და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ირმა სოხაძემ.

ირმა სოხაძის ამ შეფასებამ თაკო ჩარკვიანის პროტესტი გამოიწვია და მოუწოდა ირმა სოხაძეს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, „ძალა ერთობაშიას“ ნუ აკნინებს.

თაკო ჩარკვიანი: პატარა კორექტივს შევიტან, ირმა რამდენიმეჯერ თქვა „ნაციონალური მოძრაობა“. არა, პატარა გაერთიანება მოხდა.

ირმა სოხაძე: ვიცი მაგრამ, ეს ადამიანი „ნაციონალების“ წარმომადგენელია.

თაკო ჩარკვიანი: შენ აკნინებ ძალიან სერიოზულ გაერთიანებას…

ირმა სოხაძე: არ არის ვაშაძე „ნაციონალი“?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...