თაკო ჩარკვიანი: ავირჩიეთ ლიბერალი დიპლომატი, რომელიც ქვეყანას კი არ ჩააბეზღებს, არამედ უპატრონებს

ავირჩიეთ ლიბერალი დიპლომატი, რომელიც ქვეყანას კი არ ჩააბეზღებს, არამედ უპატრონებს, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“მე ვემხრობოდი თუ არ ვემხრობოდი, ფაქტია პარტია “ნაციონალური მოძრაობა” არსებობს. ამაზე მეტყველებს ის, რომ პარტიას ჰყავს 400 000 ამომრჩეველი. ამიტომ გარკვეულმა ადამიანებმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა გაერთიანებული ოპოზიცია, გამოვარჩიეთ ლიბერალი, პროფესიონალი დიპლომატი, რომელიც უპატრონებს ქვეყანას, კი არ ჩააბეზღებს საერთაშორისო არენაზე და ცილს კი არ დასწამებს. კი არ მოინდომებს, რომ მარიხუანის საწარმოს სახელი აიკიდოს ქვეყანამ, რომელსაც ვერასდროს ვერარ მოიცილებს.

რუსეთის რომელ მოქალაქეობაზე ვლაპარაკობთ, “გაზპრომის” მეწილეა ქვეყნის სათავეში. ამიტომ, ეს გაერთიანება გარანტი იქნება იმისა, რომ არავითარი “ნაციონალური მოძრაობა” არ ბრუნდება. განზრახ ნუ აბნევთ ხალხს, ეს არის ერთი ინსტიტუციის არჩევა. ერთმა ინსტიტუციამ უნდა შეარყიოს ბინძური სამართლებრივი სისტემა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...