A2 ბანერი
A2 ბანერი

ტაჯიკეთში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მომხდარ ბუნტს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ტაჯიკეთში მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 ნოემბერს მომხდარი ბუნტის შედეგად მინიმუმ 25 მსჯავრდებული და დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაჯიკეთში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 ნოემბერს მომხდარი ბუნტის შედეგად მინიმუმ 25 მსჯავრდებული და დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რადიო Ozodi წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუნტს 22 ადამიანი, მათ შორის  დაცვის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. ინციდენტის გამოძიების მიზნით, ხელისუფლებამ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელსაც ტაჯიკეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ხელმძღვანელობს.

ციხის ბუნტის აღკვეთის მიზნით, ადგილზე შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი გამოიძახეს. რადიო Ozodi-ს ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პატიმრები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. ბუნტის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

ტაჯიკეთში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და…

ტაჯიკეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,-…

იტალიის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს

იტალიის ქალაქ სანტ რემოში, ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Stampa…

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა საკუთარი შვილი ორდენით დააჯილდოვა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რამდენიმე ფიგურა დააჯილდოვა, მათ შორის საჯარო…

ველოტურისტების საზარელი მკვლელობა ტაჯიკეთში

29 ივლისს, ტაჯიკეთში, პამირის მთებში, ავღანეთის საზღვართან ახლოს, ავტომობილი ველოტურისტებს შეეჯახა, რის შედეგადაც…

ვენესუელაში, ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა 28 დაშავდა ვენესუელაში, ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად.

აშშ-ში, ციხის ბუნტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ამერიკაში, Lee Correctional Institution-ის ციხეში ბუნტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას…

მექსიკაში, ციხის ბუნტის დროს 7 სამართალდამცველი დაიღუპა

მექსიკის აღმოსავლეთით, ვერაკრუსის შტატში ციხის ბუნტის შედეგად 7 სამართალდამცველი დაიღუპა. დაშავებულია 22…

საბერძნეთში მიგრანტთა ბუნტის შედეგად 8 სამართალდამცველი დაშავდა

კუნძულ ლესბოსზე მდებარე ცენტრში "მორია" მიგრანტების ბუნტის შედეგად, რვა პოლიციელი დაშავდა, -ამის…
კომენტარები
იტვირთება...