ტაჯ-მაჰალი, 6 თვიანი პაუზის შემდეგ, ვიზიტორებისთვის ისევ ღიაა

ტაჯ-მაჰალი კორონავირუსის გამო გამოწვეული 6 თვიანი პაუზის შემდეგ ისევ ანახლებს ვიზიტორების მიღებას. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

ინდოეთში კორონავირუსის მატების მიუხედავად, ტაჯ-მაჰალი საზოგადოებისთვის ხელახლა გაიხსნა 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე.

გახსნის დაწყებამდე მთელი კომპლექსი საფუძვლიანად დეზინფექცირდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტემპერატურა შეუმოწმდება ყველა ვიზიტორს. ასევე, კომპლექსის სტუმრებს სთხოვეს წინასწარ შეიძინონ ბილეთები, ციფრული ფორმით – ეს ხელს შეუწყობს შესასვლელთან რიგების თავიდან აცილებას. სოციალური დისტანციის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, ტაჯ-მაჰალის სტუმრებს ეკრძალებათ ჯგუფური ფოტოების გადაღება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად