ტაივანში, კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე შემოდგომაზე დაიწყება

ტაივანელმა ექიმები, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, სავარაუდოდ, ამ შემოდგომაზე დაიწყებენ ადამიანებზე მის შემოწმებას. ამის შესახებ ტაივანის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ უილიამ ლაიმ განაცხადა.

იგი ეწვია ქვეყნის ჯანდაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიას მიაოლის ოლქში, სადაც ისაუბრა მეცნიერებთან და გაეცნო წამლის შექმნის პროცესს.

ტაივანის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, აპრილში ადგილობრივმა მიკრობიოლოგებმა უკვე ჩაატარეს ვაქცინების კვლევები თაგვებში, რამაც წამახალისებელი შედეგი მისცა.

ამ თვის დასაწყისში, ტაივანელმა მეცნიერებმა შექმნეს სწრაფი ტესტი, რომლის მეშვეობითაც ახალი ტიპის კორონავირუსის ანტისხეულები სულ რაღაც 10 წუთში ვლინდება.

ბოლო 40 დღის განმავლობაში, ტაივანში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. შემთხვევების საერთო რაოდენობამ 441 შეადგინა, ხოლო შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად