ტაივანში ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაივანში, ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შესაბამისი მონაცემები gisanddata-ზე ქვეყნდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ტაივანში 60 წლის მამაკაცი გახდა, რომელსაც ბოლოდ როის განმავლობაში კუნძულის ტერიტორია არ დაუტოვებია.

აგრეთვე, ტაივანში კიდევ დადასტურდა ვირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კუნძულზე მთლიანობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20-ს მიაღწია.

15 თებერვალს კი, ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია, რომელიც საფრანგეთში პროვინცია ხუბეიდან იანვრის შუა რიცხვებში ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად