ტაივანში, 5 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 30 მიწისძვრა მოხდა

ტაივანში აღმოსავლეთ ნაწილში 5 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 30 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Focus Taiwan ავრცელებს.

ადგილობრივი დროით დილის 6:52 საათიდან 11:59 საათამდე 30 მიწისძვრა მოხდა. მათი მაგნიტუდა 2.9-დან 5.2-მდე მერყეობდა. ამავე დროს, ყველაზე ძლიერი 5,9 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამასთან, ინფორმაცია დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ არ ვრცელდება.

ადგილობრივი სეისმოლოგის ჩენ კუო-ჩანგის თქმით, რეგიონისთვის უჩვეულოა, როდესაც ამ მოკლე დროში კუნძულის ერთ-ერთ რაიონში მიწისძვრების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...