ტაიფუნის შედეგად ფილიპინებში 19 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების კუნძულ ლუსონის ჩრდილოეთით ტაიფუნ Maring-ის (Kompasu) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 13-ს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას CNN Philippines ავრცელებს.

მანამდე ბენგეტის პროვინციაში წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა. წყალდიდობამ დიდი ტერიტორიები დააზარალა.

ამ დროისთვის ტაიფუნმა ფილიპინების ტერიტორია დატოვა, მაგრამ სინოპტიკოსების თქმით, წვიმები გაგრძელდება. 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები
იტვირთება...