ტაილანდში საბორნე კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა ტაილანდის კუნძულ სამუის მახლობლად საბორნე ავარიისას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “11 ადამიანი გადარჩა, ხოლო ორი დაიღუპა. სამის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.” სამაშველო ოპერაცია გართულებულია ძლიერი წვიმის გამო.

კვირა დღეს, სამეფოს სამხრეთ პროვინციაში ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების განყოფილებებმა გააფრთხილეს მოსახლეობა ძლიერი ნალექების შესახებ.

საბორნე ავარია მოხდა შაბათს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე ძლიერი ქარის გამო, რამაც გამოიწვია ტალღების წარმოქმნა. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 12 წევრი და ოთხი მგზავრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად