ტაილანდში, დანაღმული მოტოციკლის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, რაც მოტოციკლზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელნაკეთი იყო. იგი სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც მის შორიახლოს პიკაპის სატვირთო მანქანამ ჩაიარა. აფეთქების შედეგად კი, ყველა მათგანი, ვინც ავტომობილში იჯდა, დაშავდა. აგრეთვე დაშავდა სამი სტუდენტი და სამი ადგილობრივი მოსახლე.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის დამნაშავე აფეთქებაში, ჯერჯერობით არ ვრცელდება. აფეთქების შემდეგ, თავდამსხმელები გამოცვივდნენ და ცეცხლი გაუხსნეს იმ დაჭრილებს, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ. საბოლოოდ კი თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად