ტაილანდი იქნება პირველი, სადაც AstraZeneca-ს და Sinovac-ის ვაქცინებით ერთად აცრიან

ტაილანში კორონავირუსის საწინააღმდეგო, ჩინური Sinovac-ისა და ევროპული AstraZeneca-ს ვაქცინებს ერთმანეთში აურევენ, რათა COVID-19-ისგან დაცვა უფრო გაძლიერდეს. ამის შესახებ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

AstraZeneca-ს მეორე დოზას მიიღებს ის, ვინც მანამდე Sinovac-ით აიცრა.

“ეს იმისთვის კეთდება, რომ “დელტა” შტამისგან დაცვა უკეთესი იყოს”, – განაცხადა ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრმა.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩინური წარმოების პრეპარატს ევროპულთან ერთად გამოიყენებენ.

ამასთან, სამედიცინო მუშაკები, რომელთაც Sinovac-ის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ მიღებული, მესამე, ბუსტერულ დოზასაც მიიღებენ. ეს იქნება ან AstraZeneca-ს, ან Pfizer-ის ვაქცინა.

კომენტარები
იტვირთება...