“ტაბულას” ჟურნალისტების განცხადებით, მათ თავს დაესხნენ

ამის შესახებ ტაბულას ერთ-ერთი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

"ტაბულას" თანამშრომლებს 5 წუთის წინ სამი ადამიანი დაგვესხა თავს ჭაშნაგირში ლესელიძეზე. პატრულს ველოდებით. მოტივი: ეკლესიას რომ აგინებთ. დალეწეს მაგიდები." – წერს ჟურნალისტი ლევან სუთიძე.

ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესთან" ტაბულას პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანიც ადასტურებს.

ფოტოს "ტაბულას" ჟურნალისტი ლევან სუთიძე ავრცელებს.

"აიპრესი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...