SWJ: Facebook-ი ინფორმაციის გაჟონვისთვის 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) Facebook-ი საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica-სთვის სოციალური ქსელების მომხმარებელთა მონაცემების გაცემის გამო, 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal- ი ავრცელებს.

Facebook- მა და FTC- მა აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, ეს რეკორდული ჯარიმა იქნება, რომელიც აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიას ოდესმე ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუწესებია.
საუბარია 2018 წლის მოვლენებზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ Cambridge Analytica-ს ხელი მიუწვდებოდა სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, თუმცა ისინი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში, გამოცემა Washington Post-ი წერდა, რომ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, მარკ ცუკერბერგს ჯარიმის გადახდა ემუქრებოდა.

როგორც მედია წერდა, ჯარიმის ოდენობა შესაძლოა 22.5 მილიონ დოლარზე მეტი ყოფილიყო. მანამდე, კომპანია Facebook- მა ინფორმაციის გაჟონვისთვის უკვე გადაიხადა ჯარიმა, რომელმაც მაქსიმუმ 500 ათასი ევრო შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...