სვეტლანა ტიხანოვსკაია: ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ!

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ რესპუბლიკაში პროტესტი არ შეჩერდება, მისი თქმით, ოპოზიციის მომხრეები ბოლომდე მიიყვანენ საქმეს.

ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მთელი ბელარუსის მასშტაბით დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ცესკო-ს ინფორმაციით, ბელარუსის მოქმედმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მეექვსედ გაიმარჯვა და მოიპოვა ხმების 80.1%. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოიგო და არა ლუკაშენკომ. თავად ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში იმყოფება.

“პროტესტი არ შეწყდება, ისინი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, კვირის განმავლობაში სადმე შეიძლება ინტენსივობის დონემ დაიწიოს, მაგრამ შაბათ-კვირას ყველაფერი ნორმალურ რეჟიმს დაბრუნდება. ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ “, – თქვა ტიხანოვსკაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად