სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ორშაბათს, 19 ივლისს, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება, მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ სქოლთან.

მათ განიხილეს Ryanair–ის თვითმფრინავის გატაცება, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებზე თავდასხმები. ბელარუსის ლიდერმა მაღალი შეფასება მისცა ბელორუსში ამერიკის ელჩის ჯული ფიშერის დახმარებას.

შეხვედრაზე ტიხანოვსკაიამ მოუწოდა შეერთებულ შტატებს:
– ბელარუსის დამოუკიდებელი მედიისთვის საგანგებო პაკეტის მიღება, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
– მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ ”ამ უკანასკნელს შეუძლია შეასრულოს კონსტრუქციული როლი ბელარუსის კრიზისის მოგვარებაში, მაშინ ლუკაშენკო ეჭვქვეშ არ დააყენებს ბელარუსის სუვერენიტეტს და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას”
– გაზარდოს ეკონომიკურ ზეწოლა რეჟიმზე და მოახდინოს მოქმედებების სინქრონიზაცია ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან.
კომენტარები
იტვირთება...