სვეტლანა კუდბა: პარლამენტში დასხმული სითხის გამო, ექიმმა ტოქსიკური მოწამვლა დამიდგინა

“ტერაქტი, ბიოლოგიური თავდასხმა”… – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატი სვეტლანა კუდბამ გუშინ პარლამენტის სასესიო დარბაზში სუნთან დაკავშირებულ ინციდენტი, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესდა.

როგორც სვეტლანა კუდბამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას ექიმმა ტოქსიკური მოწამვლა დაუდგინა და გაუგებარია, როგორ იღებს “სირცხვილია” ამ ინციდენტს თავის თავზე, როცა მისი ყურადღება მიიქცია ოპოზიციის ორი დეპუტატის ქცევამ, რომელიც სასესიო დარბაზში შევიდა, “წრე დაარტყა სკამებს და უკან გამოვიდა.”

“მე კი არ ვამბობ, რომ დამნაშავეები არიან, რადგან იარეს დარბაზში. მე ვამბობ, რასაც მივაქციე ყურადღება,”- განაცხადა სვეტლანა კუდბამ.

შეგახსენებთ: გუშინ, პარლამენტის პლენარულ დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.

გავრცელებული ვიდეო- კადრებისა და დეპუტატების ნაწილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად