სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.

მათივე ცნობით, მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.

„გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორწუთიანი გაჩერება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად